ФСБ ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორს ასახელებს - "უკრაინული კვალი" ისევ გააქტიურდა
მსოფლიო - 21:02, 14 Mar, 2015     2946

ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის მეთაურმა ადამ ოსმაევმა, მის მიმართ გავრცელებული ბრალდებები უარყო იმასთან დაკავშირებით, რომ მას რაიმე სახით კავშირი ქონდა რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან. განცხადება მან ტელეკომპანია „დოჟდთან“ გააკეთა:

„მე ვთვლი, რომ ეს ისეთი დონის სისულელეა, რომ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს, მე რა თქმა უნდა ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მე ზაურ დადაევს არ ვიცნობ, არასოდეს დავკავშირებივარ, ასეთი კატეგორიის ხალხთან არ ვურთიერთობ. მათ ლაპარაკიც არ იციან, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იციან „სტეჩკინი“ და ასე შემდეგ. ისინი თავისი ხალხის მოღალატეები არიან, მოღალატეებს კი ყველგან ერთნაირად ექცევიან“- აღნიშნა ოსმაევმა .

ოსმაევის თქმით, ის ნემცოვის მიმართ ძალიან დადებითად იყო განწყობილი და მისი მკვლელობა მტკივნეულად განიცადა.

ნემცოვის მკვლელობაში ე.წ „უკრაინული კვალზე“ საუბარი რუსულ მედიაში აქტიურად მიმდინარეობს. „კამსამოლსკაია პრავდამ“ ეფ-ეს-ბეს წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი ოფიციალური კიევის მხარეს მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონის მეთაური ადამ ოსმაევი იყო. ხოლო შემსრულებელი ზაურ დადაევი.

„არავითარი რელიგიური მოტივი მკვლელობაში არ ყოფილას. დადაევმა შეკვეთა შეასრულა. არანაირი მორწმუნე მუსლიმი ის არაა. ის ნამდვილი ბანდიტია“ -განაცხადა წყარომ.

მისი თქმით ზაურ დადაევი ირიცხებოდა ჩეჩნეთის შსს-ს ბატალიონ „სევერში“ – „იქ სამსახურისას, ფაქტიურად მუდამ რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობდა, მას ოსმაევთან თავისი ურთიერთობები და ვალდებულებები ქონდა.“ - აცხადებს ეფ-ეს-ბე- წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ადრე ადამ ოსმაევი ეჭვმიტანილი იყო ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობაში:

„ოსმაევმა პუტინამდე მიღწევა, ვერ მოახერხა, მაგრამ როგორც ჩანს ის არ დამშვიდდა და ყველაზე ხელმისაწვდომი „სამიზნე“ შეარჩია, რომ პრეზიდენტისთვის დარტყმა მიეყენებინა- ბორის ნემცოვი. რომელიც არც აქტიური იყო და არც პუტინის კონკურენტს არ წარმოადგენდა, მაგრამ ის ცნობილი ადამიანი იყო. საკრალური მსხვერპლი წარმატებულად იქნა შერჩეული. ბანდიტები არაფერს ერიდებიან. პოლიტიკაში გარეული ბანდიტი კი ეს ჯოჯოხეთური ნაზავია“ - აცხადებს წყარო ეფ-ეს- ბე- დან.

შეგახსენებთ, ადამ ოსმაევი ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაური მას შემდეგ გახდა რაც , 1 თებერვალს დებალცევოსთან მოკლეს ჩეჩენი მებრძოლების მეთაური ისა მუნაევი.

ადამ ოსმაევი 2012 წელს , როგორც პუტინზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკრაინელი სამართალდამცავების მიერ დაკავებულიც იყო, ევროპის სასამართლოს მოთხოვნით უკრაინამ მისი რუსეთში ექსტრადირება დროებით გადადო, ხოლო 2014 წლის ნოემბერში ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პატიმრობის პერიოდში ოსმაევმა თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42