რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრის განსაზღვრა - სამი სცენარი
მსოფლიო - 15:17, 14 Mar, 2015     5331
ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, საიდუმლოებით მოცულმა გაქრობამ და მითქმა-მოთქმამ, რომ ის ავად არის და შეიძლება მოკვდა კიდეც, გამოიწვია პანიკა, რამაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ის ფაქტი, რომ ავტორიტარულ სისტემაში, რომელიც ერთ პირს ემყარება, მემკვიდრეობის საკითხი უმთავრესი ხდება. რუსეთი რომ დახურული, ერთ პირზე დამყარებული პოლიტიკური სისტემაა, ცნობილია. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ყველა მეთოდი იხმარა, რათა კონკურენტები ჩამოეშორებინა და თვითონ ემართა ფედერაცია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთში მოქალაქეებს ვერ წარმოუდგენიათ პუტინის ალტერნატივა. ლევადის ცენტრი თებერვალში იტყობინებოდა, რომ რუსეთში 41 პროცენტი ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება ამავე პირებს დარჩებათ, სტაბილურობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

რა მოხდება, თუ პუტინი უცბად დატოვებს პოლიტიკურ სცენას? თუ პუტინის სტაბილურობის გარანტია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მის წასვლას აუცილებლად მოჰყვება არასტაბილურობა. ამ კითხვებს სვამს ჩემი კოლეგა რობერტ კოლსონი და გვთავაზობს სამ სცენარს, რომელთაგან პირველი „არჩევნების სცენარია“. რუსეთი, ცხადია, საკონსტიტუციო სახელმწიფოა, სადაც პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემა ზუსტად არის განსაზღვრული. 92-ე პარაგრაფის თანახმად, თუ პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას (თუმცა მისი უუნაროდ გამოცხადების პროცედურა არაა ცხადი), პრემიერ-მინისტრმა უნდა შეასრულოს მისი მოვალება და სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლებამოსილება დაშალოს დუმა, ჩაატაროს რეფერენდუმი ან შეცვალოს კონსტიტუცია. რუსეთის საარჩევნო კანონით, დუმაში წარმოდგენილ ყველა პარტიას - კომუნისტურს, ლიბერალურ-დემოკრატიულს და, ასევე, „ერთიან რუსეთს“ - ეძლევა უფლება, თავისი კანდიდატურა წარადგინოს. სხვა პარტიებმა კანდიდატის წარდგენისთვის მომხრეთა ასიათას-კაციანი სია უნდა წარადგინონ.

რობერტ კოლსონის აზრით, შემდეგი შესაძლებლობა კონსენსუსია. ის წერს, ეს რბილი, მშვიდობიანი, კანონიერი გადაცემა ხელისუფლებისა რუსეთში ძნელი წარმოსადგენიაო და იხსენებს ბორის ელცინის მიერ პუტინისთვის ხელისუფლების გადაცემის ამბავს. მას ბორის ნემცოვის სიტყვები მოჰყავს: ბორის ელცინის მემკვიდრე ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყოო. ნემცოვი, რომელიც მომავალ პრეზიდენტად მიიჩნეოდა, განაგრძობს: გავოცდი, როცა გვარი გავიგონეო. ადამიანების მხოლოდ ძალიან მცირე რიცხვს შეიძლებოდა მიეცა ხმა კაცისთვის, რომელმაც პოლიტიკური კარიერა საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო. ვერ ვიჯერებდი, რომ „ეფ-ეს-ბე-კა-გე-ბე-ს“ ნაკლებად ცნობილი პოლკოვნიკი ასეთ მაღალ თანმდებობაზე შეიძლებოდა აერჩიათო, წერს ნემცოვი თავის მოგონებებში. ელცინის წრე, მასში განხეთქილების მიუხედავად, იხეირებდა ამ დაგაწყვეტილებით, რადგან, სხვათა შორის, ჰქონდათ ამ მხრივ გამოცდილებაც, როცა 1996 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოლიგარქებმა თანხმობა განაცხადეს ემუშავათ სულ უფრო არაპოპულარულ ელცინთან ერთად. რა მოხდება, თუ კონფლიქტი განვითარდა? - ესაა მესამე სცენარი, რომელსაც აღწერს ყველაზე ვრცლად რობერტ კოლსონი. ვლადიმირ პუტინმა დაპირისპირებული მხარეები გააწონასწორა, თვლის კოლსონი, და ჩაახშო ყოველგვარი დისკუსია იმაზე, თუ რა მოხდება მის შემდგომ ეპოქაში. ჟურნალისტი და ანალიტიკოსი რაფ შაკიროვის აზრით:

„ახლა კონფლიქტი კლანებს შორის ძალიან სერიოზულად გამძაფრდა. აშკარაა, რომ ერთნიც და მეორენიც გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს“.

ასევე ფიქრობს პოლიტიკური მიმომხილველი მარატ გიულმანი, რომელიც ამბობს, ხელისუფლების შიგნით ვითარება რთულია, ასე თქვათ, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულიაო:

„მე მათზე ვლაპარაკობ, ვინც უკვე გამოსცადა უკანონობა, ვინც თვლის, რომ მართალია და შეუძლია დაარღვიოს კანონი, მოკლას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ოლიგარქების თვალსაწიერიდან, ძალაუფლების მართვის სფეროში კრიზისია. მიკვირს, რომ ამდენ ხანს იყვნენ ლოიალური. ჩანს, ლოიალობის ლიმიტი ამოწურულია“.

შაკიროვი ორ ჯგუფს ხედავს, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

„ერთი ჯგუფია, პირობითად რომ ვთქვათ, ლიბერალებისა, რომლებიც წარმართავენ ეკონომიკურ პოლიტიკას და რომელთა გარეშე არაფერი გამოდის. და არსებობს მათგან სრულიად განსხვავებული ჯგუფი, ამერიკული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ქორებისა, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან უკრაინელებთან ზავია გამოცხადებული. საქმე ისაა, რომ ყოველგვარი ურთიერთობის დამყარება მსოფლიოსთან, მათ შორის, დასავლეთთან, ასევე ვაჭრობა, პრიორიტეტებს ცვლის“.

შაკიროვი განგვიმარტავს: იმ ადამიანებს, რომელთა გვარებიც სიაში მოხვდა, რომელთაც დაკარგეს ანგარიშები, მოუწევთ დათმონ პრივილეგიები, პოზიცია, უსაზღვრო ძალაუფლება, რომელიც ახლა აქვთ... ისინი ხვდებიან, რომ ურთიერთობების ნორმალიზება ამას მოიტანსო. შაკიროვი შიშობს, რომ ადამიანების ამ ჯგუფმა შეიძლება ძალიან საშიშ ტაქტიკას მიმართოს. ის შეგვახსენებს 1917 წლის რევოლუციას, როცა ექსტრემისტი ნაციონალისტები უსაზღვროდ გაძლიერდნენ. გაიხსენეთ პოგრომებიო, ეუბნება ის ჩემს კოლეგას, რობერტ კოლსონს. როცა ასეთი ამბები ხდება, როცა ძალაუფლების მქონენი ხვდებიან, რომ კარგავენ პოზიციებს, აალდება პატრიოტიზმი, შოვინიზმი, ანტისემიტიზმი. ეს არის პირველი, რასაც ისინი აკეთებენო, ამბობს ანალიტიკოსი რაფ შაკიროვი.



წყარო radiotavisupleba.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42