ამასთან, პრესაში აქტიურად იწერება, რომ გამოძიებას უკვე პრიორიტეტული ვერსიაც აქვს და ის უკრაინულ კვალს შეეხება, კერძოდ, გამოძიების ვარაუდით, ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთში ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
ცნობილი გახდა, რომ რადიო „ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი ,,სიკვდილის სიაა“. გამოცემა, „ნოვაია გაზეტა“ იმ ოპოზიციონერებზე საუბრობს, რომელთა მკვლელობაც მომავალში იგეგმება. გამოცემის თანახმად, "სასიკვდილო სიაში" ბორის ნემცოვთან ერთად, „ეხო მასკვის“ რედაქტორი, ალექსეი ვენედიტქოვი, "იუკოსის“ ყოფილი მმართველი და ყოფილი პოლიტპატიმარი, მიხეილ ხადარკოვსკი და ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკიც არიან ხსენებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






