უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, უგულავას ამ დრომდე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ, ახლა კი ბრალდებას უფლებამოსილების გადამეტება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია დაემატა.
ადვოკატი ს შეფასებით, ბრალის დამძიმება იმ მიზნით მოხდა, რომ გიგი უგულავამ საპატიმრო არ დატოვოს.
„მას ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად კიდევ ერთხელ გამოყენებული იყოს პატიმრობა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმეს, თუმცა ბრალდებას რამე ახალი ეპიზოდი არ დამატებია.
ამასთან, როგორც ცნობილია, ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი, ასევე, დაუმძიმდა თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს, ხოლო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში მხოლოდ ბრალის ფორმულირება დაზუსტდა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






