თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი უკანონო თანხების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დაუმძიმდა. საქმე ეხება ბადრი პატრაკაციშვილის ქონების საქმეზე დაწყებულ დავებს. ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფო ბრალდების ინფორამაციით, სწორდ 7 ნოემბრის შემდეგ მოხდა პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ.
„დილის 10:00 საათზე უპირებენ გიორგი უგულავას ბრალი დაუმძიმონ იმ საქმეზე, რომელზეც რვა თვის წინ ბრალდება შეფარდებული ჰქონდა, რადგან 9 თვიანი ვადის გასვლაზე ხელახალი პატიმრობის შეფარდება მოითხოვონ. რაც შეეხება კეზერაშვილის ბრალდებას, აქ ახალი არაფერია. უბრალოდ რვა თვის წინ წარდგენილი ბრალდება გადააფასეს და თუ ადრე უფლებამოსიფლების გადამეტებას ედავებოდნენ,ე ხლა უკანონო თანხების ლეგალიზებაც დაუმატეს“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ბრალს ხვალ ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას წაუყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






