თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პროკურატურა ბრალს დაუმძიმებენ.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
მისი განმარტებით ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე დაუმძიმდებათ.
როგორც ადვოკატი განმარტავს საგამოძიებო უწყება კეზერაშვილს ბრალს დღეს წაუყენებს, ხოლო მერაბიშვილს და უგულავას - ხვალ.
"აპირებენ, რომ გიგი უგულავას წაუყენონ ბრალი იმისათვის, რომ მოითხოვონ სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება 7 ნოემბრის საქმეზე, რაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. კეზერაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ, მერაბიშვილს და უგულავას - ხვალ", - განაცხადა ბასილაიამ.
"ნიუპოსტი" აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის კომენტარს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები






