რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩამდე რომელიც ხვალ შედგება, 48 საათით ადრე შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. თუმცა ქართული რაგბის ქომაგი და „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ბილეთების ამოწურვის ფაქტთან დაკავშირებით, ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია, სალაროსთან მდგომი ე.წ. გადამყიდველები და ვრცელი „პოსტით“ მათ არალეგალურ და რაგბის გულშემატკივართათვის საკმაოდ არასასიამოვნო საქმიანობას აპროტესტებს.
„აი, ბილეთების ქორ–ვაჭრები, ბარიგები!!!
3 ლარიან ბილეთს 15 ლარად ყიდიან, თითოს,70–100 ბილეთი მაინც უჭირავს ხელში და სალაროზე წარწერაა: "ყველა ბილეთი გაყიდულია!"
???
ამათ უკან, აშკარად ვიღაც დგას, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რომ ამდენი ბილეთის ყიდვის საშუალება ამათ არ ექნებათ, გამორიცხულია...
თან, თამაშამდე ფაქტიურად, 2 დღით ადრე სალაროებში ბილეთები აღარაა და ესენი ასე თავისუფლად დაპარპაშებენ სალაროების წინ, ბილეთებით გაძეძგილები...
სალაროში ერთს უთხრეს: დროზე უნდა გეყიდაო!..
თქვე დალოცვილებო, ასე რომ ამბობთ, მაშინ დავნიშნოთ გასაყიდი დღეები ორშაბათიდან – ოთხშაბათამდე და ამ ორ დღეში მოვა ხალხი საყიდლად... ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი ამ ქორ–ვაჭრებისაა მაინც!..
ამათი ნამუსის ზღვარი, ნეტავი, სად გადის?! აი, რამდენ ხალხს უსპობენ სტადიონზე მისვლის შანსს!!!ხალხია უბრალოდ, ცოდო!...
აქ რაღაც ისე არაა!..“ - წერს სოციალურ ქსელში ქართული რაგბის ქომაგი.
აღსანიშნავია, რომ ბილეთების ღირებულება მის ამოწურვამდე სალაროებში 3 და 5 ლარი იყო.
შეგახსებეთ, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






