საია მთავრობისა და დევნილთა სამინისტროს ნორმატიულ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს
სამართალი - 15:07, 13 Mar, 2015     1143
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დისკრიმინაციული ხასიათის ნორმატიულ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს.

საიამ, დღეს, სასამართლოს ერთ-ერთი დევნილის სახელით, მთავრობის და მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არსებული რეგულაციის პირობებში, სამინისტრო არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილ განაცხადებს, რომელთა ოჯახის წევრს (წევრებს) საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა (აქვს ორმაგი მოქალაქეობა). ამ დროისათვის უკვე 218 დევნილი ოჯახის განაცხადი დარჩა განუხილველი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„ყველა დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში. სახელმწიფო ვალდებულია დევნილები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით. არსებული რეგულაციის პირობებში სამინისტრო მოცემულ ეტაპზე დევნილთა დროებითი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულებას ახორციელებს მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, რაც მოქალაქეობის ნიშნით ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას იწვევს. არსებული ნორმების პირობებში, იმ დევნილებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ერთმევათ შესაძლებლობა თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამაზე“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თვითონვე უზრუნველყონ საკუთარი ნორმატიული აქტების ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და აღმოფხვრან არსებული დისკრიმინაციული რეგულაციები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42