ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს აცხადებს.
ხელისუფლებამ გაწევრიანებაზე შეტანილი განაცხადი, უკან მოითხოვა.
ამის შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების აღდგენიაზე უარი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროსაბჭოს წარმომადგენელს, ედგარ რინკევიჩს განუცხადა.
„ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისლანდია ევროკავშირში გასაწევრიანებლი ქვეყნის კანდიდატი არ არის და ევროკავშირს სთხოვს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, რინკევიჩნმა განაცხადა, რომ ისლანდის მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და აღნიშნა, რომ ისლანდია-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას მხარს დაუჭერს.
ისლანდიამ, წევრობაზე განაცხადი 2009 წლის ივლისში შეიტანა, მას შემდეგ რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ევროკავშირში გაწერიანება ეკონომიკურ სტაბილურობას გამოიწვევდა და კრიზისების თავიდან დაღწევაში დაეხმარებოდა. მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ 2010 წელს დაიწყო. თუმცა, 2013 წელს რეიკიავიკმა ბრიუსელთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიას ევროკავშირთან "შენგენის ხელშეკრულება" გაფორმებული აქვს, შესაბამისად ისლანდიის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






