21 საუკუნის რუსეთ-კავკასიის ომის შედეგი
ჩვენი დიდი და მოსიყვარულე ძმა რომ ამით არ გაჩერდება და აუცილებლად ექნება კიდევ 1-2 ან მეტი საქართველოს მიმართ სიყვარულის გამომხატველი სიურპრიზი ეს ეჭვსგარეშეა, უბრალოდ რუსეთი ცოტა ხნით მოლოდინის რეჟიმში გადავიდა, ოღონდ სულ მცირე ხნით-რადგან არ ჯდება ლოდინი მათ მენტალიტეტში, ეხლაც ხან საიდან და ხან საიდან უტევენ საქართველოს.
რუსეთმა იხელთა დრო და 2008 წელს უკვე აშკარად დაუპირისპირდა საქართველოს, ის ყველანაირი მაქინაციებით ცდილობდა 2008 წლამდე რომ თავის საწადელს მიეღწია, მაგრამ ყოველთვის ხელი ეცრებოდა, და როგორც მოსალოდნელი იყო დაკარგა მოთმინების ფიალა და უკვე აშკარად-იარაღის საშუალებით გადაწყვიტა მიზნის მიღწევა. ნუ პრინციპში მიაღწია კიდეც-ოღონდ მხოლოდ თავისთვის და ზოგიერთი ქართველისთვის.
მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას და რაც არ უნდა მწარე იყოს გასახსენებლად, ვეცადოთ ცოტა წარსულში დავბრუნდეთ.
90-იანი წლები, საქართველოში რუსეთის მიერ ინსპირირებული "ქართველი პატრიოტების" ზურგსუკან ამოფარებით გაჩაღებული სამოქალაქო ომი, და ამ დროს კი უცებ ღვივდება სეპარატიზმი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ღვივდება რა-კარგა ხანია გაღვივებულია 70-იანი წლებიდან და ეხლა უკვე დრო იხელთა და დიდ ცეცხლად გადაიქცა. ქართველები 2 ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ; სამოქალაქო ომი და რუსეთის "ფარული" მხარდაჭერით გაგულისებული სეპარატისტული მოძრაობა.
ნუ შეიძლება ვიღაცას მართლა სჯერა, რომ ეს მხოლოდ დამთხვევაა. ალალად ვუთანაგრძნობ ამ ადამიანს.
რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური-სასიცოცხლო ინტერესები აქვს საქართველოში. რუსეთი მზად იყო რომ გაეშვა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები (ისე მაგათ როგორც ვიცი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ჰქონდათ თავისი წარმომადგენლობები ევროპის ქვეყნებში-საელჩოებივით), ოღონდ არა საქართველო. საქართველოს გაშვებით ის ხელს უშვებდა კონტროლს შუააზიის ახალი სახელმწიფოების ენერგორესურსებზე და აგრეთვე საკუთრივ მის შემადგენლობაში მყოფ კავკასიის რეგიონის რესპუბლიკებს.
რუსეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა ისეთი ხალხის მოძებნა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი დასაყრდენი ძალა იქნებოდა და რომლის საშუალებით მას არა მარტო მის საზღვრებში მოქცეულ კავკასიის ნაწილს გააკონტროლებდა, არამედ კავკასიის ქედს გადმოლახავდა. ასეთი ერი კი 2 იყო კავკასიაში
1. ცენტრალურ კავკასიაში ოსები
2. დასავლეთ კავკასიაში ჩერქეზები
3. სამხრეთ კავკაიში სომხეთი
რუსეთს ეს სამი ერი ბრმად არ აურჩევია თავისი პოლიტიკის გასატარებლად კავკასიაში, მთავარია რუკას დავხედოთ რომ უკვე აშკარად სჩანს თუ რუსეთმა რამხელა წარმატებას მიაღწია ამ 25 წლის განმავლობაში თავისი სტრატეგიული ინტერესების მიღწევისას.
90–იანი წლების დასაწყისში რუსების მიერ აფხაზებისთვის შექმნილმა მითმა აფხაზებისა და ჩერქეზების ძმობის შესახებ თავისი ნაყოფი გამოიღო, რა თქმა უნდა რუსეთისავე სასარგებლოდ. დიდი ხანია რუსეთი ცდილობდა რომ შავ ზღავაში უპირატესობა ჰქონოდა, სსრკ–ს დაშლის შემდეგ ის მიხვდა რომ შავი ზღვა ხელიდან ეცლებოდა, რომ შავ ზღვაში ის დომინანტი სახელმწიფო ვერ იქნებოდა, რადგან მისი სამხედრო ფლოტი უკვე ახალგაჩენილ სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მას კი წილად ხვდა შავი ზღვის ვიწრო ყელი რომელიც მისი საზღვაო არსენალისთვის ფრიად არადამაკმაყოფილებელია, აგრეთვე რუსეთი მიხვდა რომ მას "ჩეჩნეთი" არა მარტო აღმოსავლეთ კავკასიაში არამედ დასავლეთ კავკასიაშიც ელოდებოდა და ამიტომ საჭირო იყო მისი თავიდან აცილება, "ახალდამოუკიდებლობა" მიღებული ელცინის რუსეთი ვერ გაუძლებდა ერთდროულად 2 ცხელ წერტილს, თან კავკასიაში, რადგან ამ ცხელი წერტილების ჩაქრობისას მას შეიძლება ხელიდან კავკასიაც გამოსცლოდა. ამიტომ მან სასრაფოდ აამოქმედა აფხაზური კარტი, რომ კიდევ ერთ რეალურად ფეთქებადსაშიში რეგიონის ყურადღება გარემტერისკენ გადაერთო, ჩერქეზების და ყაბარდოელებმა ძირითადი ძალა საქართველოს წინააღმდეგ გადმოისროლა, თან პარალელურად ცდილობდა რომ სხვა რესპუბლიკებიც ჩაერთო ამ "აფხაზების განადგურების წინააღმდეგ" მიმართულ ოპერაციაში, კავკასიის ხალხთა კონფედერაცია–რეალურად რუსეთის ფსბ–ს შვილობილი ორგანიოზაცია, რომელიც ცდილობდა რომ კავკასიის რესპუბლიკების რეაქციული ძალა, რომელსაც შეეძლო რუსეთისთვის მომავალში პრობლემების შექმნა–საქართველოს წინააღმდეგ მიემართა, და გამოუვიდა კიდეც, მხოლოდ ინგუშებმა, ბალყარელებმა და ყარაჩაელებმა არ გაისვარეს ხელი საქართველოს წინააღმდეგ.
მიუხედავად რუსეთის ყოველოგვარი ქმედებისა და საქართველოს შევარდნაძის მთავრობის გამყიდველური მოქმედებისა, ქართველები წარმატებებსაც კი აღწევდა სეპარატისტებისა და რუსეთის შეიარაღების წინააღმდეგ, რუსეთი უკვე ღიადაც ჩაება ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო რამდენიმე ეპიზოდი როდესაც რუსეთის ავიაცია ბომბავდა ქართულ პოზიციებს–არადა აფხაზებს არ ჰყავდათ საჰაერო ძალები.
რუსეთი მიხვდა რომ საჭირო იყო კიდევ ერთი თავის ტკივილის გაჩენა ქართველებისთვის და აამუშავა ოსური კარტიც, პარალელურად რუსეთი თვისივე კონტროლირებად კავკასიის რესპუბლიკებში ცდილობდა სათავისო "არეულობების" მოწყობას, ამის მაგალითია "ოსურ–ინგუშეთის" კონფლიქტი.
საქართველო ორცეცხლს შუა აღმოჩნდა, ესაა სამოქალაქო ომი და სეპარატისტები. საქართველო დანებდა და დათანხმდა რუსეთის სატელიტად ქცეულიყო, ამისთვის კი რუსეთს მხოლოდ მისგან მართული გუბერნატორი სულით და ხორცით რუსეთის იმპერიის მეხოტბე ედუარდ შევარდნაძე შეირჩა.
გუბერნატორს რა თქმა უნდა სჭირდებოდა ისეთი ხალხი თავის გარშემო რომლებიც რუსეთისგან "დავალდებულები" იყვნენ, რომლებმაც იციან თუ როგორ "უყვარს" და "აფასებს" რუსი ერი ქართველობას. ასეთების სქართველოში პოვნა კი ნამდვილად არ სჭირს, 3–ზე მეტი თაობა გაიზარდა საქართველოში ამ 200 წლის განმავლობაში.
მაგრამ რუსეთისთვის მარტო საქართველოს ხელში ჩაგდება არაფრის მომტანი იყო, კავკასიაში არსებული 3 სახელმწიფოდან 2–ს რუსეთისთვის მეტად სასიცოცხლო ტერიტორია უკავია. აზერბაიჯანი–კავკასიის რუსეთთან ჩამოშორების კიდევ ერთი საშიში ფაქტორი, საქართველოსგან განსხვავებით აზრბაიჯანს კიდევ 1 დიდი პლიუსი აქვს, ის ნავთობით და გაზით მდიდარი რესპუბლიკაა. აგრეთვე ის საქართველოსთან ერთად წარმოადგენს ტრანზიტულ ქვეყანას. შუა აზიის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები თავის მდებარეობიდან გამომდინარე ევროპასთან ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობისას რუსეთზე არიან დამოკიდებულები, სბჭოთა კავშირის დროს შუა აზიების რესპუბლიკებიდან ევროპის საზღვრებამდე გადაიჭიმა ნავთობისა თუ გაზის მილები, მაგრამ ეხლა უკვე შუა აზიის სახელმწიფოები არიან დამოუკიდებლები, რომლებიც შეიძლება რუსეთას არ შეეკითხონ არაფერს და ისე აწარმოონ თავისი პოლიტიკა, ხოლო თუ კი შენ აგრეთვე ხარ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სახელმწიფო–უფრო ბევრად მოქნილი და დამოუკიდებელი ხარ. ამიტომაც შუა აზიის რესპუბლიკებმა დაიწყეს იმ გზის ძიება რომ თავისი ენერგორესურსები ევროპაში გაეყიდათ, ამისთვის კი არსებობდა 2 გზა, კავკასია და რუსეთი, ირან–თურქეთის გზა მეტად სარისკოა ამ 2 სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულობიოს გამო.
რუსეთი თავის ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებისას ძალიან დიდ თანხას ითხოვდა, მაგაზე იაფი გამოდიოდა კავკასიის ახალმდამოუკიდებლობა მოპოვებული რწსპუბლიკების გზა, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ "გაჭირვებულ" (ეკონომიკურად) მდგომარეობაში იყვნენ და ამიტომ უფრო დაბალ შემოსავალზეც თანახმანი იყვნენ. ამიტომაც რუსეთს სჭირდებოდა არეულობა კავკასიაში, საქართველოში მან ეს მოახერხა ოს და აფხაზ სეპარატისტების მეშვეობით, ხოლო აზერბაიჯანში კი სომხეთის მეშვეობით. კავკასია უკვე რუსეთის ხელში აღმოჩნდა. ნუ თუ სომხები ამ ავანტიურაზე არ წამოეგებოდნენ–რუსებს აზერბაიჯანისთვის მეორე ცხელი წერტილი თადარიგში ჰქონდა, ესაა ლეზგინებით კომპაქტურად დასახლებული ჩრდილო–აზერბაიჯანი.
რუსეთმა კავკასია მთელი 13 წლით გაინაღდა.
მაგრამ მისგან შეიძლება მოულოდნელად ან შეიძლება შეუთანხმებლად საქართველოში ისეთი პროცესები წარიმართა რამაც რუსეთის ინტერესებს დიდი დარტყმა მიაყენა. კავკასიის რეგიონში რევოლუციური ვირუსი გაჩნდა რომელიც ისეთ რესპუბლიკებს მოედო სადაც რუსეთს თავისი სტარეგიული ინტერესებიო გააჩნდა. საქართველოს მთავრობაში მოვიდა შევარდნაძის პერიოდში დაწინაურებული, მაგრამ არა რუსეთში, არამედ ევროპა–ამერიკაში განათლებამიღებული ხალხი. შევარდნაძე თუ ეროპელებს ამშვიდებდა თქვენიანი ვარო–ახალმოსულებმა არა მარტო დაამშვიდა ევროპა–ამერიკა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს ამის დასამტკიცებლად.
პირველ რიგში საქართველოში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო რუსეთის ენერგოსისტემის ალტერნატივი წყაროთი ჩანაცვლება, ამით რუსეთს საქართველოს შანტაჟის ბერკეტი გამოეცალა ხელიდან. საქარტველოს დასასჯელად და ხალხის მთავრობისადმი უკმაყოფილების აგორების ბერკეტები რუსეთის ხელში აღარ იყო. საქართველოს ეს ნაბიჯები უკვე სიგნალი გახდა აზერბაიჯანიოსა და შუა აზიის რესპუბლიკებისათვის და დაიწყეს აქტიური თანამშრომლობა რომ შუა აზიის და აზერბაიჯანის ენერგორესურსები ევროპაში კავკასიის გავლით გასულიყო. აქ რუსეთი და რუსეთის სატელიტად დარჩენილი სომხეთი თამაშგარე აღმოჩნდნენ.
რუსეთმა უკვე 2005 წლიდან აქტიურად დაიწყო თავისი დაკარგული უპირატესობის აღდგენისთვის ბრძოლა. ოღონდ ჯერ–ჯერობით არა იარაღით, არამედ ეკონომიკურად და პოლიტიკური შანტაჟების საშუალებით, ვიზების შემოღება, ეკონომიკური ბლოკადა და სხვა სანქციები. პარალელურად რუსეთი ყოველნაირად ცდილობდა რომ საქართველოს მოსახლეობაში ეპოვნა დასაყრდენიო ძალა. იგი ფსონს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაზე დებდა. მაგრამ ყოველოთვის ცდებოდა (ან არ ცდებოდა, უბრალოდ სჩანს თითქოს ცდებოდა), საქართველოს მოსახლეობაში კიდევ ძლიერი იყო ანტირუსული განწყობა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საქართველოს რუსეთის "ხელშეწყობით" 300 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავდა, და 2 ათეულ ათასამდე დაღუპული მოქალაქე. ამიტომ რყუსეთი მიხვდა რომ ის საკყუთარი თავის რეაბილიტაციას ვერანაირად ვერ მოახდენდა ქართველების თვალში და ამიტომ მან ძალზედ ჭკვიანური და ნაკლებრისკიანი გზა აირჩია–ესაა საქართველოს ახალგაზრდა მთავრობის შეცდომების შესწავლა და ამ შეცდომების მათსავე წინააღმდეგ გამოყენება.
რუსეთს მთელი 2 საუკუნე ჰქონდა რომ ქართველები შეესწავლა, პრინციპში ეს ძალიან სწორი ნაბიჯია მისი მხრიდან, ჭკვიანი მოთამაშე ყოველთვის სწავლობს თავის მოწინააღმდეგეს. ხოდა რუსებმაც შეგვისწავლეს, თან ისე რომ ჩვენც კი არ ვიცნობთ საკუთარ თავს მასე.
რუსეთის ნაბიჯები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი ისტორიის გათვალისწინებით, ძალიან თანმიმდევრული აღმოჩნდა, მან კარგად გაითვალისწინა როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე ქართველთა ბუნება-ხასიათი. მან იცოდა რომ ედიკასგან განსხვავებით 90%-ანი მხარდაჭერით და ვარდებით მოსიული მთავრობის რეიტინგის დაცემას დიდი დრო მდასჭირდებოდა, მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას. რუსეთმა იცოდა რომ ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდობა ვერ შეეგუებოდა რუსეთის წიაღში და რუსეთში ნაშობ და რუსეთში ნაკვებ თაობას-ამიტომ მან თავის წიაღში მიიღო ყველა ის პიროვნება რომელიც ახალი მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 2008-წლის აგვისტოშიც კი აშკარად სჩანდა თუ რამდენად უფრთხილდებოდა რუსეთი საქართველოში ჩანერგილ თავის კადრებს-დუმბაძის მაგალითიც საკმარისია.
ვარდების მთავრობამ გადადგა მეტად არარეიტინგული ნაბიჯები და საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ მაშინღა გაახსენდა რომ ვარდებს ეკლები აქვთ. ერთის მხრივ ყველა წუწუნებდა გაი გვღლეტავსო-მაგრამ როგორც კი დაიწყო შსს-მ რეფორმები, და ეს რეფორმები შეეხო ათასობით გაის თანამშრომელს და მათ ოჯახებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მიშას მთავრობას, მაშინ უკვე იგრძნეს ვარდის ეკლები-და პირველი უკმაყოფილება მაშინ გაჩნდა ხალხში. არ მოელოდნენ ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს. ზუსტად მანდ გამოჩნდა რუსეთის სიჭკვიანე, რადგან მან ფსონი არა მარტო "წითელ ინტელიგენციაზე" დადო, არამედ უბრალო და მართლაც პატრიოტ ქართველობაზეც, რუსეთის მთავარი ამოცანა რომ მოსახლეობისთვის დაენახა ვარდების რევოლუციის კრახი და მათი ყველა მიღწევა და წარმატება გადაეფარა მათივე წარუმატებლობით წარმატებით ამუშავდა. ნაციონალებმა ძალიან ბევრი შეცდომები უშვეს თავისი მმართველობის დროს, ისინი თვლიდნენ რომკ მათი ძირითადი დასაყრდენი ძალა ახალი თაობა უნდა ყოფილიყო, ოღონ ვერ გათვალეს ის რომ რუსეთს ბევრი Домашние заготовки ჰქონდა მათ წინააღმდეგ. ყველაზე დიდი შეცდომა რაც ნაციონალებმა დაუშვეს ეს იყო 7 ნოემბერი, რუსეთმა გათვალა, რომ 90-იანი წლებგამოვლილი ერი აღარ აპატიებდა არცერთ მთავრობას ქართველის სისხლს, გათვალა და მოიგო კიდეც. და ზუსტად მაგ დროიდან მკვეთრად იწყება ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის დაცემა.
რუსეთმა კარგად უწყის ქართველთა მისწრაფება კერპთაყვანისმცემლობისაკენ, და ის ქართველებს სთავაზობდა სხვადასხვა კერპს ბადრის სახით, გრეჩიხას სახით, ბურჯანაძის სახით და ასე შემდეგ. რუსეთმა კარგად უწყის რომ ქართველს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და რახან ბურჯანაძე, გრეჩიხა, ნოღაიდელი და სხვანი მიშას დაუპირისპირდნენ - ქართველებმა უკვე აპატიეს მათ ის რომ იმ სისტემის შექმნაში რომელსაც "მიშას სიტემა" ერქვა-ამ ხალხმა დიდი როლი შეასრულეს.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ნაციონალურ მოძრაობას მაინც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისგან. მიუხედავად რუსეთის ყოველგვარი მცდელობისა, რომ საქართველო წარმოედგინათ როგორც, არშემდგარი ქვეყანა, საქართველო რიგ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ რეიტინგებში მაინც წარმატებით მიიწევდა წინ და მაღალ დადებით შეფასებებს იღებდა.
რუსეთს უკვე დარჩა მხოლოდ 1 ვარიანტი, ეწარმოებინა ნაცების რეიტინგის ვარდნა თავად ქართულ საზოგადოებაში, მან ეს წარმატებით მოახერხა ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობისვე დახმარებით, კრემლმა ოსტატურად გამოიყენა ნაცების ყველა შეცდომა ნაცებისვე წინააღმდეგ.
საჭირო იყო ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც ქართველი ერი არ აპატიებდა მთავრობას, და კრემლმა ამის განხორციელება დაიწყო 2006 წლიდან და განახორციე;ლა 2008 წელს (ეს თავად პუტინმა სთქვა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში). მიუხედავად კრემლის ყოველგვარი მცდელობისა, ქართველთა დეპორტაცია რუსეთიდან, ქართველებზე ნადირობა, ქართველთა მკვლელობები, საქართველოს მოსახლეობა მაინც რეალურად აფასებდა იმ საფრთხეს რაც ჩრდილოელი მეზობლიდან მოდიოდა, ამიტომაც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა, ქართველებში როგორმე შეემცირებინა უსაფრთხოების გრძნობა. ზუსტად ისევე როგორც აფხაზებში. ოკუპირებულ აფხაზეთში მან ეს წარმატებით განახორციელა, და რამდენად საოცარი არ უნდა იყოს საქართველოშიც მიაღწია საწადელს.
რუსეთმა თავისი პოლიტიკით საქართველოს მთავრობას აიძულებდა რომ დღეში 100-ჯერ მაინც მოსახლეობისთვის შეეხსენებინათ რუსეთი. ზუსტად ისე მგელი მოდის მგელიო-მეცხვარე ბიჭი რომ ატყუებდა ხალხს, და ბოლოს კი მართლა რომ მოვიდა მგელი, აღარავინ დაუჯერა. ოღონდ ერთიო განსხვავებით-საქართველოს მთავრობა არ ატყუებდა ხალხს რუსეთი მოდისო-უბრალოდ ხალხი დაიღალა რუსეთის ყოველდღიური ხსენებით, პარალელურად რუსეთი ქართველებში ავრცელებდა აზრს რომ რუსეთს საქართველო კი არ ეჯავრება-არამედ ის ვერ პოულობს საერთო ენას მიხეილ სააკაშვილთან, და ზუსტად მიშას ბრალია რაც საქართველოს თავს დაატყდა, რუსეთი არხები თუ ერთის მხრივ მიშას მთავრობას აგინებდნენ-მეორეს მხრივ დიდ ნოსტალგიურ გადაცემებს აწყობდმნენ ქართულ კულტურაზე, აწყობდნენ შეხვედრებს ქართველებთან (გაიხსენეთ მედვედევის სიტყვები როდესაც მოსკოვში ახალი მეტროსადგური გაიხსნა და სადაც მან სთქვა რომ ამ მეტროს მშენებლობაში ჩემი უსაყვარლესი ერი-ქართველებიც მონაწილეობდნენო). ქართველს კი მეტი რა უნდა? ქართველისთვის ყველა ვინც მის კულტურას, მის სიმღერებს ადიდებს მისი მეგობარია და ძმაა.
ხოდა დადგა 2008 წელი რომელზეც რუსეთი აქტიურად მუშაობდა 2006 წლიდან. საჭირო იყო ისეთი ნაბიჯის გადადგმა რაც მიშას მთავრობისთვის "კონტროლკის" ტოლფასი იქნებოდა.
აგვისტოს ხუთდღიანი ომი ეს იყო რუსეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში სამუდამოდ დაფუძნებისთვის ომი. ამ ომს გინდა მიშა ყოფილიყო და გინდა გრიშა საქართველო ვერანაირად ვერ აიცილებდა, რუსეთს სურს რომ სამხრეთ კავკასიაში გარანტირებული "მხარდამჭერი სახელმწიფოები" ჰყავდეს. 2008-წლამდე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები აშკარად ახდენდნენ ზეწოლას სომხეთზე, მიდიოდა მათი აქტიური ჩართვა ნატოს შეხვედრებზე, აგრეთვე ევროპის სახელმწიფოები უკვე მკვეთრ ნაბიჯებს სდგავდნენ სომხეთის რუსეთისგან ჩამოსაცილებლად, ამიტომ რუსეთი მარტო სომხეთის იმედად ვერ დარჩებოდა, რადგან სომხეთი თავისივე ამბიციის ტყვე აღმოჩნდა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.
რუსეთი ვერ შეეგუებოდა იმას რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მხოლოდ ნაწილს აკონტროლებდა, ის კვლავ ამოეფარა სამართლიანობის ნიღაბს და აფხაზეთს და სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყო. ის რომ მიშას მთავრობამ დიდი შეცდომები დაუშვეს ამ 5 დღიანი ომის დროს ეს მათ არანაირად არ ამართლებს, ის რომ ქართველებმა იხილეს მათი მთავარსარდლის შეშინებული სახე გორში, ეს იყო საკონტროლო გასროლა მიშას მთავრობაზე. ზუსტად ეს ვერ აპატია (და ვერ მე ვპატიობ) მიშას ხალხმა, ხალხმა რომელიც გაიზარდა ერეკლეს საომარ გმირობებზე, აღმაშენებლის საიომარ გმიროპბებზე, თევდორე მღვდელის თუ დიმიტრის საგმირო საქმეებზე-ძალიან მტკივნეული იყო იმის ხილვა თუ როგორ გარბის და როგორ ფორთხიალობს შენი ქვეყნის მთავარსარდალი. ეს მთელი ერის შეურაცყოფაა-წარმოიდგინეთ რომ ომის დროს ერეკლე შეშინებული სახით გაქცეოდა სპარსელებს ან ოსმალოებს. არადა მიშა იმ დროს რომ დაჭრილიყო-რუსეთი უკვე საპირისპირო შედეგს მიიღებდა, ანუ მიშა უკვე გმირი გამოვიდოდა (გაიხსენეთ ედიკაზე მოწყობილი თავდასხმა).
ზუსტი გათვლა გააკეთა რუსეთმა, როგორც საქართველოს მთავრობამ ქართველებს აჩვენა "რუსეთის ჭეშმარიტი სახე" ისე რუსეთმა აჩვენა ქართველებს "მიშას ნამდვილი სახე".
პარალელურად რუსეთმა აამოქმედა თავისი მეხუთე კოლონა და "წითელი ინტელიგენცია", ზუსტად ხელსაყრელ დროს. რუსეთმა მოახერხა ის რომ საქართველო მოსახლეობის უკვე საკმაო ნაწილი მას როგორც მტრად აღარ აღიქვავდა, უკვე ყველაფერში მიშას ადანაშაულებდა. და წავიდა რუსეთის, როგორც უფროსი ძმის პროპაგანდა.
რუსეთმა მიაღწია თავისას, მან საქართველო იგდო ხელთ, მან გადმოლახა კავკასიის ქედი და "სამუდამოდ" დამკვიდრდა სამხრეთ კავკასიაში. ამით კი ჩაკეტა გზააზერბაიჯანისთვის და შუა აზიის რესპუბლიკებისთვის. საქართველოს კონტროლით ის უკვე აკონტროლებს აზერბაიჯანს და შუა აზიის რესპუბლიკებს. ჯერი აზრბაიჯანზეა, რადგან რუსეთმა არ იცის თუ რამდენი ხანი შესძლებს საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის კონტროლს, ამიტომ მას სჭირდება აზერბაიჯანიც, თუ საქართველო ინება რუსეთის სატელიტი ავტომატურად აზერბაიჯანი რუსეთზე მიებმევა, თუ აზერბაიჯანი იქნება რუსეთის სატელიტი, საქართველო უფუნქციო სახელმწიფო გამოდის-რადგან ის კარგავს სატრანზიტო ქვეყნიოს სტატუსს, მაგრამ რუსეთს ეს "თუ" არ აწყობს, მას სურს ორივე საქართველოც და აზერბაიჯანიც, რადგან ამ ორივვეს ხელში ჩაგდების შემდგომ სომხეთმა რამდენიც არ უნდა ატაროს ევროპა-ამერიკული პოლიტიკა, ის მაინც რუსეთის სატელიტი იქნება.
ვნახოთ რა იქნება მომავლში, ერთი კია, რუსეთმა თავისი გაიტანა და საქართველო ხელში ჩაიგდო.
გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად "ნიუპოსტისთვის"
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






