ყაზახეთში, ალმაატაში ცნობილი ჟურნალისტი, ილონა ეკშემბეევა მოკლეს. ჟურნალისტის ცხედარი, გუშინ საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.
გარდაცვლილს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჟურნალისტი და მისი მეგობარი მამაკაცი, ალკოჰოლური სასმელის მღების დროს წაკამათდნენ, რასაც სავარაუდოდ მკვლელობა მოჰყვა.
44 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.
40 წლის ილონა ეკშემბეევა სხვადასხვა დროს ტელევიზიაში, ასევე ალმაატის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტმანეტშიც მუშაობდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ჟურნალისტის მკვლელობა, მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






