მაკკეინი-შტაინმაიერის დაპირისპირება და ურთიერთკრიტიკა
მსოფლიო - 11:08, 13 Mar, 2015     900

ჯონ მაკკეინი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს.

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, უკრაინის საკითხთან მიმართებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის პოზიციამ გააღიზიანა და მწვავედ გააკრიტიკა.

მაკკეინის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის მთავრობასთან ერთად თავს არიდებს პუტინის ქმედებების შეზღუდვას, მაშინ როცა ის უკრაინელებს ანადგურებს.

მაკკეინის რეაქცია, შტაინმაიერის მიერ ირანის ხელისუფლებისათვის წერილის გაგზავნის კომენტირებას მოჰყვა. შეგახსენებთ, 47-მა ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის ჯონ მაკკეინმა ირანის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია იყო, რომ ბირთვულ სფეროში თეირანთან ნებისმიერი გარიგება, კონგრესის მიერ დაუმტკიცებლად, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადის ამოუწურვისთანავე გაუქმდებოდა.

შტაინმაიერმა, წერილთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების ეს ქმედება, შესაძლოა ძირს უთხრის „ექვსეულის“ სანდოობას, რომლებიც თეირანთან მოლაპარაკებებში საერთაშორისო შუამავლებს წარმოადგენენ.

„მოლაპარაკებები საკმაოდ რთულია, ამიტომ დამატებითი გაუკვევლობის ფაქტორები არ გვჭირდება“ - განაცხადა შტაინმაიერმა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბერლინის ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების იდეა, უკრაინა იარაღით მოამარაგონ, იმდენად სახიფათოა, რომ რეგიონში სიტუაციის ესკალაციასა და კონფლიქტის ახალ ფაზაში გადასვლას გამოიწვევს. შეგახსენებთ, ჯონ მაკკეინი უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემის ინიციატივით არაერთხელ გამოსულა. ამასთან დაკავშირებით, მან წერილი ბარაკ ობამასაც მისწერა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42