უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეფასებით არსებობს მაღალი შესაძლებლობა იმისა, რომ ”ბოევიკებმა” დონბასში მსხვილმასშტაბიანი შეტევები განახორციელონ. საბჭოს დღევანდელი სხდომაზე უკრაინის აღმოსავლეთში არსებული და მოსალოდნელი მოვლენების განხილვის შემდეგ, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით თავად უშიშროების საბჭო გააავცელა.
”იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე რუსულ-ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მსხვილმასშტაბიანი აგრესიის განხორციელებისა და მუდმივი პროვოკაციებისა, საბჭომ უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ახალი ზომების კომპლექსი შეიმუშავა .” ნათქვამია საბოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მინსკში მიღწეული ზავის თანახმად, ოფიციალური კიევი და რუსულ-ტერორისტული დაჯგუფებები ცეცხლის შეწყვეტაზე და გარკვეული ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გავანაზე შეტანხმდნენ. თუმცა ცეცხლის შეწყეტის შეტანხმება ტერორისტების მხრიდან სისტემატიურად ირღვევა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






