ჟანა ნემცოვა, მამის მკვლელობაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს
მსოფლიო - 18:51, 12 Mar, 2015     1366

მოკლული რუსი იოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის შვილი, მამის მკვლელობაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვლადიმერ პუტინს აკისრებს.

„მამაჩემი პუტინის მთავარი კრიტიკოსი და უსული ოპოზიციის ყველაზე ძლიერი ლიდერი იყო. მამაჩემი პუტინს ებრძოდა, სხვას არავის“ - განაცხადა ჟანა ნემცოვამ BBC-ისთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითვაზე, აკისრებს თუ არა პუტინს მამის კვლელობაზე პასუხისმგებლობას, ნემცოვამ უპასუხა“ „პოლიტიკური თვალსაზრისით, დიახ.“

ბორის ნემცოვის დაკრძალვის შემდეგ, გოგონა საზღვარგარეთ გაემგზავრა. ინტერვიუ იტალიაში ჩაიწერა.

„მათ მამა მომიკლეს, ჩუმად ყოფნა არ შემიძლია“ - აღნიშნა ნემცოვამ და დასძინა, რომ რუსეთში დაბრუნების არ ეშინია.

ჟანა ნემცოვას, გამოძების ობიექტურობის არ სჯერა და ეჭვობს, რომ რეალურ მკვლელებს არ გამოავლენენ.

„ამ ე.წ. გამოძიების რწმენა არ მაქვს. ვიცი, რომ ზოგიერთ დასავლეთ პოლიტიკოსს საერთაშორისო გამოძების დაწყება სურს. ვფიქრობ, ეს სწორია, რადგან რუსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და არც დამოუკიდებელი გამოძიება“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, გაოცებულია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ზაურ დადაევი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა.

„არ მჯერა, რომ მამა დადაევმა მოკლა. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მან საკუთარი ინიციატივით ჩაიდინა, მოტივი რა იყო? მე ვერანაირ მოტივს ვერ ვხედავ“ - ამბობს გოგონა. ის, დანაშაულის რელიგიური ნიშნით ჩადენასაც გამორიცხავს.

ნემცოვას, თქმით გამოძიება იმდენად არაობიექტურია, რომ იმის მცდელობაც არ ყოფიალა, ის დაეკითხათ. ამავდროულად, გამოძებამ ნემცოვას იმ ბინაში შესვლის უფლება არ მისცა, საიდანაც ნემცოვის დოკუმენტები და ტექნიკა წაიღეს.

ჟანა ნემცოვას განცხადებით, მამამისის მკვლელობის მთავარი მიზეზი, არსებული რეჟიმის მიმართ ნემცოვის ბრძოლასა და კრიტიკაში უნდა ვეძიოთ.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42