შსს-ს თანამშრომლებმა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერიკახა კუკავა დაავეს.
კახა კუკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, სადღობელაშვილისა და კუკავას შორის განვითარებული დაპირისპირება შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყების თანამშრომლებმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, ოპოზიციონერი კახა კუკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. ის ამ დრომდე პატმრობაში რჩება.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პარტიის ლიდერი და შინაგან საქმეთა სამინიტსრომინციდენტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.
მასალის გამოყენების პირობები






