ევროპალრამენტმა ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოსკოვს ნემცოვის მკვლელობის საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ევროპარლამენტი, ნემცოვის მკვლელობის დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძების ჩატარებაში დახმარება, ეუთოს, ევროსაბჭოსაა და გაეროს-ს წარმომადგენლებსაც შეუძლიათ“ - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუციაში ნათქმავია, რომ ეს მკვლელობა, პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობათა რიცხვსა და საეჭვო ვითარებაში მომხდარ შემთხვევათა რიცხვს მიემატა. ხოლო. რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილმა ატმოსფერომ, მკვლელობების, ზეწოლისა და ძალადობის სერიები გააძლიერა.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რუსეთისა და ევროკავშრის სტრატეგიულ ინტერესებს, დაძაბულობის შემცირება და ნორმალური ურთიერთობის აღდგენა წარმოადგენს.
მსგავსი რეზოლუცია ცოტა ხნის წინ ამერიკის სენატმაც მიიღო.
შეგახსენებთ, დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, რუსეთის ხელისუფლებას მედიის, ოპოზიციის, განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტისკენ და დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებისგენ, ასევე ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებასთან ერთად, რუსი ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაიასა და ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობების გამოძიებისკენ მოუწოდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






