მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ხალხსა და ხელისუფლებას
ეს საინტერესოა - 18:17, 12 Mar, 2015     36750
როგორც ირკვევა, 21 მარტს მზის დაბნელებაა. გადიან თუ არა პოლიტიკოსები წინასწარ კონსულტაციებს ასტროლოგებთან და რა ნიშნით ხდება საკვანძო თარიღების მონიშვნა, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

– ცნობილია, რომ მზის დაბნელების დროს უარყოფითი ენერგია მატულობს. ეს ცნობილია 40 საუკუნის განმავლობაში. თავისთავად მზისა და მთვარის დაბნელება – ეს არის სატანური დღეები, როდესაც დედამიწაზე კოსმოსიდან მომავალი უარყოფითი ენერგია მატულობს. ამიტომ აქ ტრადიციულად მახვილდება ემოციურობა. მაგალითად, ამ დროს უარესდება ჯანმრთელობა, ადამიანის გუნება-განწყობა. კონფლიქტურობა, რასაკვირველია, მოიმატებს და ა.შ. ეს არის დაძაბული დღეები, რომლის მსვლელობისას აგრესიის გამოვლენისა და დეპრესიული ტენდენციები არსებობს. მაგალითად, საქართველოში გლეხი ღვინოს არ დაწურავდა არასოდეს მზის დაბნელების დროს, ან თუნდაც ახალ და სავსემთვარეობისას. ამ დროს ადამიანმა მოლაპარაკება არ უნდა აწარმოოს, არ უნდა დაიდოს ხელშეკრულება, არ უნდა დაიწყოს ახალი საქმე, სარისკო მომხმარებელს უნდა მოერიდო. ეს არის დღეები, რაც ადამიანმა რაც შეიძლება მშვიდად უნდა განვლოს. არ უნდა გადატვირთოს თავისი ნერვული სისტემა და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ეს არის ერთგვარი ტესტი კოსმოსიდან ადამიანის სიმშვიდეზე, წონასწორობაზე, ემოციურ გაწონასწორებაზე. რამდენად შეინარჩუნებს ადამიანი შინაგან წონასწორობას, იქნება ფრთხილი, წინდახედული, მშვიდობიანი, მით უფრო უკეთ წარიმართება მისი ცხოვრება მზისა და მთვარის დაბნელების შემდეგ.

– 21მარტს დაგეგმილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით…

– მიტინგების ტენდენცია მოიმატებს ამ დღეებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი გაღიზიანებულია და იმას, რაც მას დაუგროვდა – მაგალითად, უკმაყოფილება სავალუტო პოლიტიკით, უმუშევრობით და ა.შ, უფრო ადვილად ამოანთხევს ასეთ მძიმე ენერგეტიკულ დღეებში, ვიდრე სხვა ჩვეულებრივ დღეებში. უფრო მეტიც, მსოფლიო სტატისტიკით, თვითმკვლელობები, ფსიქიკური აშლილობა, ყველა სახის კრიმინალური სიტუაცია, ტექნოგენური და ყველა სხვა სახის ავარია, მათ შორის ეკოლოგიური კატაკლიზმები, ტრადიციულად დაბნელებების დროს არის ყველაზე მაღალი. შეგიძლიათ მსოფლიო სტატისტიკა ამოიღოთ და ამოიკითხოთ.

– ფიქრობთ, რომ ამ ზეგავლენებმა შეიძლება წარმოქმნას საფრთხეები მიტინგის მსვლელობისას?

– გამორიცხული არაფერია. ეს შეიძლება მოხდეს სპონტანურად. როცა საზოგადოება გამწარებულია, მით უმეტეს ისეთ სუსტ ეკონომიკურ ქვეყნებში, როგორიც ჩვენია, ამ დროს შეიძლება სპონტანურადაც თვითონ დღემ მოიტანოს ამ პერიოდისთვის ხალხის გაბრაზების ეგზალტაცია.

ვთხოვ, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, როგორც ვთხოვდი შევარდნაძის დროს, გამსახურდიას დროს, კიდევ ნაციონალების დროს, რომ: ხალხო, რადგან არის სერიოზული ხიფათი, ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოს თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა, არ აჰყვეს პროვოკაციებს, იმიტომ რომ საქართველოს არ სჭირდება ახლა სერიოზული კონფლიქტები. ახლა რომ კონფლიქტი დაიწყოს, ამით ისარგებლებენ ჩვენი მტრები, მათ შორის რუსეთიც და აქედან გამომდინარე, საქართველოსგან შეიძლება აღარაფერი დარჩეს. გასაგებია, რომ სიდუხჭირეა ქვეყანაში, გასაგებია, რომ ბევრი მოლოდინია და ეს მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, როგორც სამთავრობო სტრუქტურებმა, ასევე ოპოზიციამ, რათა ეს არ გადაიზარდოს ვიღაცის ინტერესების გამო… იმიტომ რომ პოლიტიკა – ეს არის კოლექტიური სიგიჟე ერთეულების სასარგებლოდ.


წყარო: პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42