პუტინის გაუჩინარებას, მისი ყოფილი მრჩეველი, ანდრეი ილარიონოვი საკუთარ ბლოგზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია „გენერლების შეთქმულებას“ ჰგავს.
„ალბათ, ისტორიკოსები ამ მოვლენას „გენერლების შეთქმულებას“ უწოდებენ. სინამდვილეში, ერთ მხარეს - ვიცე-პოკლივნიკია, მეორე მხარეს კი ორი გენერალ პოლკივნიკი და არმიის სამი გენერალი“ - წერს ილარიონოვი.
მისი თქმით, საგულისხმოა, რომ 27 თებერვლის შემდეგ გაუჩნარებული სერგეი ივანოვი, საჯარო სივრცეში გამოჩნდა, თანაც მართლმადიდებელი ეკლესიის „ალიანსში“, რაც მინიმუმ, მის ნეიტრალური პოზიციის გარანტია. რემჩუკოვმა, თეატრის ლოჟიდან იგორ სეჩინის მოსალოდნელი გადადგომა დააანონსა. როგორც ჩანს, კოლოკოცევის გადაგმომის შესახებ ჭორებიც ტყულია. სხვა სიტყვებით, „ეროვნული ლიდერის“ ფინანსური და მორალური მხარდაჭერა, პარალიზებულია.
„ივანოვის გამოჩენას პუტინის გაქრობა მოჰყვა. გაუქმდა მისი ვიზიტი ყაზახეთში და მედია, მისი „ავადმყოფობის“ შესახებ ალაპარაკდა, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ, სად იმყოფება პუტინი და რა მდგომარეობაშია იგი“ - წერსა ილარიონოვი.
ილარიონოვის თქმით, თუკი შემოთავაზებული ანალიზი სწორია, მაშინ მომდევნო კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ, დიმიტრი მედვედევის გადადგომასა და მისი კანდიდატურის ივანოვით ჩანაცვლებას უნდა ველოდოთ, სახელმწიფო სათათბიროს წევრების ხმის მიცემის სისწორეს, კი ნარიშკინი უზრუნველყოფს. „ამის შემდეგ კი საზოგადოებას აცნობებენ, რომ ეროვნულ ლიდერს დამსახურებული დასვენება სჭირდება.“
მისივე თქმით, ყველა ვინც თვლის, რომ შეთქმულებაში მხოლოდ გენერლები არიან ჩართულები, სიტუაციას ოდნავ ამარტივებს. ილარიონოვის თქმით, საგულისხმოა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის წინ 15 დღით დააპატიმრეს „საკრალური მსხვერპლობის“ კიდევ ერთი კანდიდატი, ცნობილი ბლოგერი, რომელიც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პუბლიკაციებს, მმართველი გუნდიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებდა. „ხოლო კიდევ ერთმა ცნობილმა ბლოგერმა განაცხადა, რომ „ნემცოვის მკვლელობის შემდეგ პუტინი მალევე დაემხობოდა.“
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






