ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, კრემლი განცხადებას ავრცელებს.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თუმცა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფოტო ან ვიდეო მასალა არ ვრცელდება.
კრემლის განცხადებით, საუბარი რუსეთ-სომხეთის სამოკავშირეო პარტნიორობას შეეხო.
„პრეზიდენტებმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები, ევრაზიულ კავშირში სომხეთის შიდა ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საუბარი 9 მაისის ღონისძიებასაც შეეხო“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პუტინის ავადმყოფობის შესახებ ორი დღეა საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი უკვე ერთი კვირაა საჯაროდ არ გამოსულა, მისი პრეს-სამსახური კი ძველ ფოტოებს აქვეყნებს. ამასთანავე ვლადიმერ პუტინმა გადადო ყაზახეთის და ბელორუსის პრეზიდენტებთან შეხვედრა.
პუტინის პრეზიდენტის პრესმდივი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, პუტინი „აბსოლუტურად ჯანმრთელია“ და თავისი ძლიერი ხელისჩამორთმევით შეუძლია ადამიანს „ხელი მოსტეხოს“.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






