აშშ-ში, ქალაქ ფერგიუსონში, პოლიციის დეპარტამენტთან ჩატარებული საპროტესტო აქციის დროს, 2 სამართალდამცავი დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთერთ მათგანს სახის, ხოლო მეორეს - მხარის არეში ესროლეს.
„როეტირის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები, გასულ წელს სამართალდამცავების მიერ ფერადკანიანი თინეიჯერის, მაიკლ ბრაუნის მკვლელობას აპროტესტებენ.
აღსანიშავია, რომ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ფერგიუსონის პოლიციის უფროსმა თანამდებობდა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტომას ჯექსონი მას შედეგ გადადგა, რაც ფედერალურმა მთავრობამ ანგარიში გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული განყოფილების თანამშრომლები რასიზმით გამოირჩევიან.
საგულისხმოა, რომ ფერგიუსონის პოლიციის დეპარტამენტში სულ 3 ფერადკანიანი თანამშრომელი მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ფერადკანიანია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






