პუტინი 5 დღეა მედიასთან არ გამოჩენილა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა?
მსოფლიო - 10:53, 12 Mar, 2015     4471

რუსული მედია, ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობამ უღალატა და ავად არის.

პუტინის ავადმყოფობაზე აჟიოტაჟი, გუშინ ჩაშლილმა შეხვედრებმა გამოიწვია.

რუსეთის პრეზიდენტმა, გუშინ ასტანაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, სადაც ყაზახეთისა და ბელორუსიის ლიდერებს უნდა შეხვედროდა.

ჩაიშალა, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაც, რომელიც გუშინ უნდა შემდგარიყო და მოსკოვში ხელმოწერის ცერემონიაზე ჩასულ ცხინვალის დელეგაციას, შეხვედრის ჩაშლის შესახებ რამდენიმე საათით ადრე აცნობეს.

პუტინის პრესსამსახურს ჩაშლილი შეხვედრების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

მცირედი კომენტარით შემოიფარგლა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივი დიმიტრი პესკოვი.

პესკოვმა, პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავს აბსოლუტურად კარგად გრძნობს, გადადებული შეხვედრების შესახებ კი განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინი მედიის წინაშე ბოლოს 8 მარტს გამოჩნდა. ქალთა დღეს პრეზიდენტმა ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენელ ქალებს, კრემლში უმასპინძლა. მას შემდეგ, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.

სავარაუდოდ, ეჭვების გასაქარწყლებლად, კრემლმა პუტინის ფოტო გაავრცელა და განაცახდა, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა.

გამოცემა „როიტერი“ კი სანდო წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42