ერთ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქე რ. ა.-ს, რომელიც რეისით დუბაი-თბილისიჩამოფრინდა,მებაჟე ოფიცრებმა ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისასაღმოუჩინეს:SAMSUNG GALAXY GRAND NEO – 30ცალი, SAMSUNG GALAXY GRAND 2 - 2ცალი, SAMSUNG GALAXY S4 – 10ცალი, SAMSUNG GALAXY S4 MINI – 2ცალი, SAMSUNG GALAXY J1 – 4ცალი, SAMSUNG GALAXY GRAND PRIME – 4ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 19411,28 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
იმავე დღეს, ასევე რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრენილი აზერბაიჯანის მოქალაქე კ.რ.-ის ბარგში კი აღმოჩნდა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები: SAMSUNG GALAXY GRAND NEO – 11ცალი, SAMSUNG GALAXY A3 - 7ცალი, SAMSUNG GALAXY S4 MINI BLACK – 5ცალი, SAMSUNG GALAXY S4 MINI LAFLEUR – 3ცალი, SAMSUNG GALAXY ALPHA – 1ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10421,16. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10421,16 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები






