პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის წევრი, ვიტალი მილონოვი კულტურის სამინისტროს, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის, ევროვიზიისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა და ალტერნატიული ევრაზიული კონკურსის ორგანიზების ინიცატივით მიმართავს.
დეპუტატის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება, სულიერ და იდეოლოგიურ რებალიტაციაზე უარის თქმას ნიშნავს.
მილონოვის თქმით, რომელიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა, კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის გამოსვლამ, დეპუტატის მილიონობით თანამემამულე შეურაცხყო.
„ის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იქ ხდება, ხელოვნებისა და მუსიკის დაცინვაა“ - განაცხადა მილინოვმა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ კულტურის სამინისტრო მის ინიციატივას მხარს დაუჭერს და ისეთი კონკურსი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მოქალაქის გემოვნებასა და ტრადიციებს შეესაბამება.
„ჩვენმა ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, რომ მას თავად შეუძლია საკუთარი და უახლოესი მოკავშირე ქვეყნების კულტურის განვითარების ვექტორის განსაზღვრა“ - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, შარშან ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება ავსტრიელმა ტრანსვესტიტმა მომღერალმა, კონჩიტა ვუსრტმა მოიპოვა. შესაბამისად, კონკურსი წელს ავსტრიაში ჩატარდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






