"ასეთი სიყვარულის დედაც არ ვატირე? გადავწყვიტე, თავიდან უნდა მოვიშორო.."
მყავს მეცხრეკლასელი ძმა, რომელსაც ხუთი წელია, უყვარს თავისი თანაკლასელი გოგონა და, პატარაობიდან მოყოლებული, არ ელევა ფანტაზია, რომ თავისი შეყვარებული გაახაროს და გამორჩეულად აგრძნობინოს თავი. მეხუთე კლასში იყო, ზაფხულში სახლიდან რომ გაიპარა და დაბადების დღეზე წითელი ვარდებით სავსე კალათით ჩააკითხა აგარაკზე მარტო (ვარდებიც თავისი ნაგროვები ფულით უყიდა); მერე და მერე სულ უფრო მაგარ სიურპრიზებს უკეთებდა და, მარტო იმ გოგოს კი არა, მის მშობლებსაც აგიჟებს. მთელ სკოლაში და მთელ ჩვენს უბანში ლეგენდებს ჰყვებიან ჩემი ძმის საოცარ სიყვარულზე და ყველას, დიდსა და პატარას, იმ გოგონასი შურს, ასეთ ბიჭს რომ უყვარს. ლამის არის, სხვა ბიჭები მტრებად მოიკიდოს, რადგან, ისინი არ თუ ვერ იწუხებენ თავს, რომ განსხვავებულად და აღმატებულად მოექცნენ თავიანთ შეყვარებულებს და, სიმართლე რომ ითქვას, არც გამოსდით (როცა ძალიან მოინდომებენ, მაშინაც კი), იმიტომ, რომ ასეთი რამეების კეთება არ არის მაგათი სულის თვისება. ცხადია, ყველა ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ, ჩემმა უმცროსმა ძმამ, თავისდაუნებურად, ძალიან ცუდი სამსახური გამიწია, რადგან, ჩემი შეყვარებულის ნებისმიერ სიტყვას თუ საქციელს, ჩემდაუნებურად, ჩემი ძმის საქციელს ვადარებ და ის ჩემს თვალში მაშინვე ნულის ტოლი ხდება. ჩამომაკითხოს და ვარდები მომართვას კი არა, ამ ბოლო დროს ისეა შემძვრალი კომპიუტერში, პაემანზე გამოსვლა ეზარება. ერთი თვის წინ მანქანით პატარა ავარია მომივიდა და, რომ დავურეკე და ვთხოვე, მომაკითხე-მეთქი, მითხრა, რადგან მირეკავ, ესე იგი, არაფერი გიჭირს და, გეხვეწები, ნუ მომაცდენ, ძლივს ბოლო ეტაპზე გავედიო (რაღაც იდიოტურ თამაშზე ჩაიციკლა ამხელა კაცი და სხვა არავინ და არაფერი აღარ აინტერესებს); მაშინ კი თვითონ როცა სცალია და დამირეკავს, გამოდიო, თავპირისმტვრევით უნდა გავიქცე და შევხვდე. ამ ყველაფრის გარდა, არანაირი ფანტაზია, არანაირი ინიციატივა... მოკლედ, თვითონაც არ ვიცი, რატომ არ ვშორდები. რამდენჯერმე მოვუყევი ჩემი ძმის შესახებ და სიცილი აუტყდა – მაგარი შტერი ძმა გყოლია, მეტი საქმე არ აქვს, ვიღაც გოგოსთვის ამდენს რომ წვალობსო? არადა, რომ ჰკითხო, ვუყვარვარ და უჩემოდ ვერ იცოცხლებს. მაპატიეთ უზრდელობისთვის და, ასეთი სიყვარულის დედაც არ ვატირე? სწორედ ახლა, ამ წერილის წერისას გადავწყვიტე, რომ თავიდან უნდა მოვიშორო. იჯდეს მერე და ითამაშოს ის რაღაც კრეტინობა და ეგდოს მარტო.
მანჩო, 24 წლის.
წყარო "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები
მანჩო, 24 წლის.
წყარო "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






