გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებას არ დაესწრება
ამის შესახებ, გამოცემა Zeit-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. სტატიის მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლი სახელდება, თანაც ამ ფონზე, მოსკოვში ვიზიტი, უკრაინის შეურაცხყოფა იქნება.
„რთული წარმოსადგენია, ანგელა მერკელი იმ აღლუმს დაესწროს, რომელშიც მონაწილეობას ის ტანკები მიიღებენ, რომლებიც შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას“ - აღნიშნავს გამოცემა. თუმცა, სტატიის ავტორი დასძენს, რომ გერმანიის კანცლერი მოსკოვს 10 მაისს ეწვევა და ვლადიმერ პუტინთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






