„თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე "ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები, რაც რეგიონული განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ბოლო დროს რეგიონში რთული პროცესები ვითარდება, რაც ჩვენს ქვეყანასაც შეეხო. ჩვენთვის მთავარია, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დავძლიოთ ეს პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ეს რთული პერიოდი და გადავიდეთ სწრაფ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს საქართველოში ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონული განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები