თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ შეტანილი თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ „ასავალ-დასავალს“ დაავალა უარყოს მის მირ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ასავალ დასავალისთვის“ თანხის დაკისრების მოთხოვნა, თიბისი ბანკი აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რადგან მიაჩნია, რომ სამომავლოდ გაზეთის მიერ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის ტირაჟირების შემაკავებელ მექანიზმად მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება ცაითვალოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით „ასავალ-დასავალს“ დაეკისრა ცრუ ინფორმაციის უარყოფა, ამისთვის კი მან უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა მათ მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ და თიბისი ბანკმა უკანონოდ მიისაკუთრა ელიტ ელექტრონიქსი, ცეკავშირის შენობა, "ბორჯომის" აქტივები და ცდილობს გუდვილის გაკოტრებას.
სასამართლომ ცილისწამებად ცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე „ეროვნულ-დემოკრატიული“ მოძრაობის მიტინგებს არბევდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მერაბ კოსტავას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ხაზარაძეს არ აქვს კავშირი 2014 წელლს სოფელ გორაში მომხდარ თვითმკვლელობასთან.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






