
გურჯაანელი დეპუტატის ისტორიამ, BBC-ის რედაქციის ყურადღებაც მიიპყრო.
რედაქცია, დეპუტატ ტაქსისტის, ზურაბ სეფიაშვილის შესახებ წერს.
„საქართველო: ქალაქის საკრებულოს წევრი მგზავრებს ტაქსით უფასოდ მოემსახურება“- სტატია მსგავსი სათაურით, გამოცემამ გუშინ გამოაქვეყნა.
გურჯაანის ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟის მიხედვით დაწერილ სტატიაში ნათქვამია, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი და გურჯაანის საკრებულოს წევრი, ზურაბ სეფიაშვილი, დღეში 4 საათს, მოსახლეობისთვის ტაქსით მომსახურებაში ხარჯავს და ეს ყველაფერი უფასოდ ხდება.
სტატიის მიხედვით, დეპუტატის მიზანი ხალხის სამსახურში ყოფნაა და სეფიაშვილის ფრაზას ციტირებს: „მინდა ხალხს დავანახო, რომ მე მათ სამსახურში ვარ“ - წერს გამოცემა.
„მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი ლეიბორისტული პარტიის წევრია, მისი ტაქსი სრულიად აპოლიტიკური ზონაა და სეფიაშვილის თქმით, მასში ჩაჯდომა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეუძლია“ - ნათქვამია სტატიაში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






