"დაიჩოქა და ყვიროდა, მე მოვკალი ეს ბიჭები" - მარიამობის ღამეს დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
სამართალი - 14:46, 11 Mar, 2015     6342

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, დავთ კუბლაშვილის საქმეზე, მკვლელობის თვითმხილველმა ადიგენის რაიონული სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებელმა თეიმურაზ მსხვილიძემ ჩვენება მისცა.

იგი 2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, დაახლოებით 22:00 საათისთვის, ყარათუბნიდან ადიგენში ბრუნდებოდა. მსხვილიძე სამოქალაქო ფორმითა და საკუთარი მანქანით ყარათუბანში სამსახურეობრივ საქმეზე იმყოფებოდა. ვიდრე ადიგენში ჩავიდოდა, გზაზე ოთხი ახალგაზრდა შეხვდა.

„სახეზე ვიცნობდი ვინც იყვნენ. მანქანის ფარები რომ მივანათე, სამი წელს ზემოდან შიშველი იყო, ერთი ჩაცმული. მანქანა გავაჩერე, თუმცა, მანამდე თვითონაც ხელი დამიქნიეს, გააჩერეო. რომ მოვიდნენ ფანჯარასთან და დამინახეს, ბოდიშები მიხადეს, სხვა გვეგონეო, ნასმები იყვნენ, მარიამობა მომილოცეს. ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. ამ საუბარში ვიყავით, რომ უკან მანქანა მოგვადგა“, – იხსენებს მსხვილიძე.

იმის გამო, რომ გზაზე უკან მომავალი მანქანის გასავლელი ადგილი არ იყო, მსხვილიძემ მანქანა დაქოქა, რომ მის უკან მდგომს გასცლოდა: „გასაღები რომ გადავატრიალე, სროლის ხმა გავიგონე. ვიდრე მანქანიდან გადმოვიდოდი, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა კიდევ გავიგე“.

მანქანიდან გადმოსულ მსხვილიძეს სამი ახალგაზრდა უკვე ძირს დაგდებული დახვდა, მის წინ კი სამონადირეო თოფით, დანითა და ვაზნებით აღჭურვილი დავით კუბლაშვილი იდგა.

„რეესტრის უფროსი იყო და ვიცნობდი. ხელში თოფი ეჭირა და ბიჭების მისამართით ისროდა. ვიყვირე ,დათო რას აკეთებ, პოლიციიდან ვარ, თემო მსხვილიძე–მეთქი. მარჯვენა ხელი ლულას მოვკიდე და მარცხენა ხელი კისერზე შემოვხვიე, მაგრამ ვერ მოვერიე, ხელი ისე ძლიერ მომიქნია, რომ ჩემი მანქანის ფარებთან დამაგდო“, – ყვება მსხვილიძე.

მას უკვე კუბლაშვილსითვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. მხოლოდ ყვიროდა, რომ სროლა შეეჩერებინა: „დათო თოფს არ მაცილებდა. მე ამათ დახოცვას ვაპირებ და ვინც ხელს შემიშლისო, დედის მისამართით იგინებოდა. მომიწოდებდა ადგილი დამეტოვებინა, თორემ მეც მომკლავდა“.

მსხვილიძემ ადგილი მართლაც დატოვა. მან ადიგენის რაიონულ სამმართველოში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, 112–ზე დარეკა. ხუთ წუთში მოსულმა ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მსხვილიძე მანქანაში ჩაისვეს და შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ. პოლიციელებს კუბლაშვილი წელს ზემოთ შიშველი, გზის პირზე მჯდომი დახვდათ.

„დაიჩოქა, ხელები აწია და ყვიროდა, მე მოვკალი ეს ბიჭები, აგერ ვარ, გბარდებითო“, – იხსენებს მსხვილიძე.


ვრცლად იხილეთ: "სამხრეთის კარიბჭე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42