გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ ბორის ნემცოვის მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს და წერს, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელობის დეტალების შესახებ რეალური ინფორმაცია, ჯერ კიდევ გასულ კვირას მიაწოდეს. სტატიის მიხედვით, მისთვის ცნობილია, ორგანიზატორისა და მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა და ისიც, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი უდანაშაულოა. მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, სულეიმან გერემეევისა და დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვის ახლო ნათესავი, რუსლან გერემეევია.
„პუტინისთვის, დანაშაულის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. მას შემდეგ რაც ის ორშაბათს, გროზნოში დაკითხეს, მიანიშნა, რომ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებისა და რუსი მაღალჩნოსნის ახლო ნათესავია. მისი ვინაობა ჩვენთვისაც ცნობილია"- წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა ირწმუნება, რომ მაიორი რუსლანი ბატალიონ „სევერ“-ში მსახურობდა და ის არაერთხელ არის დაჯილდოებული.
შეგახსენებთ, დღეს ნემცოვი მკვლელობაში ეჭმიტანილმა ზაურ დადაევმა, ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულია და დანაშაული საკუთარ თავზე, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო აიღო. მეორე ვერსიის თანახმად, დადაევმა დანაშაული იმ იმედით აღიარა, რომ მასთან ერთად დაკავებულ მის მეგობარს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.
მისი თქმით, სიმართლის თქმას სასამართლოზე აპირებდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






