აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასის ნაწილში, ტერორი სუფევს და დასძენს, რომ სისხლიანი კონფლიქტის გამწვავებაში დამნაშავე, მოსკოვია.
„მაშინ, როდესაც უკრაინა მშვიდობიან, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიაზე ტერორისგან იტანჯებიან“ - განაცხადა ნულანდმა.
მისი თქმით, დღეს ყირიმი ოკუპირებულია და იქ, ადამიანის უფლებების დარღვევა არა გამონაკლისს, არამედ ნორმას წარმოადგენს. ნულანდმა აღნიშნა, რომ საფრთხე ყირიმელ თათრებს, ჟურნალისტებსა და იმ უკრაინელებსაც ემუქრებათ, რომლებმაც უკრაინული პასპორტების ჩაბარებაზე უარი თქვეს.
"აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთი და მისი მარიონეტი სეპარატისტები უპრეცედენტო ძალადობასა და ძარცვას ახორციელებენ“ - განაცხადა ნოლანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტს კრემლი აკონტროლებს და „ბოევიკებს“, როგორც სამხედრო ტექნიკით, ასევე ფინანსურად ამარაგებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






