მოსკოვში, კრიმინალური დაჯგუფების წევრი ქართველები დააკავეს.
დაკავებულები, სავალუტო ჯიხურების კლიენტების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ. ისინი, ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან, იმ კლიენტებზე ახდენდენ თვალთვალს, რომლებმაც დიდ ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდნენ. შემდეგ, შუქნიშანთან თავიანთი მსხვერპლის მანქანის ბლოკირებას ახდენდნენ, შუშას ამსხვრევდნენ და იარაღის მუქარით ფულს სძალავდნენ.
„33-იდან 40 წლამდე ასაკის, ეროვნებით ქართველი პირები, მორიგი დანაშაულის ჩადენის მცდელობისას დავაკავეთ. დადგენილია მათი მონაწილეობა, კიდევ 7 ანალოგიურ დანაშაულში“ - ნათქვამია მოსკოვის სისხლის სამართლის საგამოძებო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯგუფება მოსკოვში, დაახლოებოთ 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა. შესაბამისად, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 30 მილიონ რუბლს გადააჭარბა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






