ლიტვის გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ლიდერისა და ლიტვის სეიმის ყოფილი მეთაურის, ვიტაუტას ლანდსბერგისის განცხადებით, პუტინის პოლიტიკამ შესაძლოა ევროპაში ახალი ომი გამოიწვიოს.
ლანდსბერგისისმა, პუტინისა და ელცინის ეპოქებს შორის არსებულ განსხვავებებზეც ისაუბრა.
„ეს იყო უნიკალური ეპოქა. რუსეთს არ სურდა აგრესიული იმპერია ყოფილიყო... ის ჩვენი თავისუფლებისადმი პატივისცემას გამოხატავდა“ - განაცხადა მან „ფრანს პრესსთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, დემოკრატიული სამყარო ჯერაც ვერ აცნობიერებს იმ ცვლილებებს, რომელიც პუტინის 15 წლიანი მმართველობის დროს განხორციელდა.
ლანდსბერგისის განცხადებით, 2000 წლიდან, ისტორიამ უნდა აღიაროს ახალი პერიოდი და მას „პუტინის ომები“ დაარქვას. "და ეს მხოლოდ დასაწყისია“ - აღნიშნა მან.
მსგავს განცხადებებს, რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უწოდებს და საკუთარ „იმპერიულ ამბიციებს“ უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შიში იმის შესახებ, რუსეთი საბჭოთა კავშრის აღდგენას აპირებს, უსაფუძვლოა. მან დასავლელ პოლიტიკოსებს, ამ ფაქტის დამადასტურებელი ფაქტებისა და წყაროების წარდგენაც მოსთხოვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






