4 სართულიანი შენობის ფართი თითქმის 1000 კვადრატული მეტრია და მასში ფეხბურთელმა 4,7 მილიონი ევრო გადაიხადა.
სტოკჰოლმის გარდა ფეშენებლური სახლები იბრაგიმოვის მშობლიურ მალმაში, ნიუ იორკსა და ფლორიდაშიც აქვს.
ზლატან იბრაგიმოვიჩი ცნობილია თავისი ეპატაჟური ქცევით და გამოთქმებით. 2014 წლის ბოლოს ფეხბურთელმა 500 კგ-იანი ლოსი მოინადირა და ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც ცხოველთა დამცველების გულისწყრომა დაიმსახურა. მიმდინარე წლის თებერვალში კი თანაკლუბელებს პრესასთან ურთიერთობა აუკრძალა. 2012 წელს სპორტსმენის მშობლიურ ენაში გაჩნდა ზნმა „ზლატანერა“, რაც ნიშნავს „დომინირება საფეხბურთო მოედანზე და მის გარეთ, რაიმეს კეთება ძალისმიერად“.
33 წლის ფეხბურთელი შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება (51 გოლი) და 8- ჯერ იყო შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






