რომლებიც ადასტურებენ, რომ ნამდვილად იყვნენ დასაქმებული ,,თბილსერვის ცენტრში’’.
,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს ,,თბილსერვის ცენტრში’’ მიმდინარე გამოძიებისას დადგენილი იქნა, რომ ფორმალურად გაფორმებული იყვნენ თეატრალური კვრატეტის ბიჭები, რომლებიც ასრულებდნენ ვითომდა ალპინისტ მწმენდავების საქმიანობას. ხსენებული პირები აღნიშნულ საწარმოში გაფორმებული იყვნენ 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრამდე პერიოდში, რა დროსაც მათ ხელფასის სახით დაერიცხათ 70 ათასი ლარი. თუმცა ხსენებულ პირებს აღნიშნულ საწარმოში არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია. თეატრალურ კვარტეტთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, დაკითხული არიან მოწმეები და თვითონ კვარტეტის ბიჭებიც არ უარყოფენ ფაქტს. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე თავად ,,თაეტრალური კვარტეტის’’ ბიჭებისთვისაც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული საქმის განხორციელება’’ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






