ვალის გამო მომხდარი მკვლელობა კახეთში - ეჭვმიტანილი პოლიციელია
სამართალი - 20:44, 10 Mar, 2015     4139
კახეთში რამდენიმე საათის წინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელია, გავრცელებული ინფორმაციით ძმებ ბოჭორიშვილებს ცეცხლი პოლიიის მოქმედმა თანამშრომელმა იორამიშვილმა გაუხსნა.

სროლის შედეგად გარდაიცვალა ირაკლი ბოჭორიშვილი, მისი ძმა ანდრო ბოჭორიშვილი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მას თელავის საავადმყოფოში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ძმებ ბოჭორიშვილებს დადებით და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ძმებზე თავდახმის მიზეზი.

ამ ფაქტის შემდეგ კახეთში რეიდები დაიწყო, მკვლელობის შემდეგ ქალაქის ყველა გასასვლელს და შემოსასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ. უკავშირდება თუ არა ეს რეიდები მომხდარ მკვლელობას ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით ეს მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეულ თანხას. მკვლელს სავარაუდოდ ძმების ვალი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო 109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42