რუსეთი დონბასში მორიგ ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნის.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილის, ვლადიმერ სტეპანოვის განცხადებით, რუსეთი დონბასში მე-19 ჰუმანიტარულ კოლონას, 19 მარტს გაგზავნის.
მისივე თქმით, ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობეს.
უკრაინის სამინისტროს, ამ შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 18 ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ბოლო კოლონა დონბასში 7 მარტს , უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შევიდა, რუსეთის საგანგებო სიტუაცითა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაგზვნა, დაზარალებული ოჯახებისა და მათი ახლობლების დახმარებას ისახავს მიზნად.
ოფიციალური კიევი, რუსეთის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარული კოლონის მიღებაზე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ რეალურად არავითარი ჰუმანიტარული ტვირთი არ არსებობს და რუსეთს სეპარატისტების იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






