
საბერძნეთის პოლიციამ, ქართული კრიმინალური დაჯგუფების 11 წევრი გამოააშკარავა, რომელთაც ბრალი ორგანიზებულ დანაშაულსა და ძარცვაში მიუძღვით.
ბანდის წევრები 25 თებერვალს დააკავეს.
ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება, ატიკის რაიონში სახლებს წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით ძარცვავდა. ჯგუფის წევრი ქალები, სახლებში შინამოსამსახურეებად მუშაობდნენ, თანამზარხველ მამაკაცებს კი სახლის მფლობელების ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. რის შემდეგაც ძარცვა იგეგმებოდა.
კრიმინალები, ძირითადად ხანდაზმული ადამიანების სახლებს ძარცვავდნენ.
სამართალდამცავთა განცხადებით, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 9 შემთხვევას შორის მსგავსება და დანაშაულის ერთნაირი სქემა გამოვლინდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






