რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ნატო-ს სწავლების გახშირების იგნორირებას ვერ მოახდენს.
ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმღვანელმა, ივან სოლტანოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ნორმალური, ჯანსაღი პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, კერძოდ, უსაფრთხოების დაცვის პრინციპი.
„როდესაც ვხედავთ, ჩვენი საზღვრების საიხლოვეს, მთელ პერიმეტრზე იზრდება სამხედრო წვრთნები, ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი უნდობლობის გამოხატვა. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა მინდა ყველა სამხედრო უწყებამ გაიგოს, რომ რუსეთს ამ ფაქტის იგნორირება არ შეუძლია“ - განაცხადა სოლტანოვსკიმ.
მისივე თქმით, ნატო-ში უკრაინის ჰიპოთეტური გაწევრიანებაც კი გეოპოლიტიკური სურათის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. „ეს ნამდვილად მძიმე დარტყმა იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის და ეს დასავლეთში, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის“-აღნიშნა სოლტანოვსკიმ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






