კომპანია Apple-მა დაანონსებული ახალი პროდუქტი, Apple Watch, იგივე Smartwatch-ი (ჭკვიანი საათი) წარადგინა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ჭკვიანი საათი მომხმარებელს ცხოვრებას კიდევ უფრო გაუადვილებს და გაუხალისებს. Smartwatch-ის მეშვეობით, მომხმარებელი „სმაილების,“ სმს-ების, ასევე ნაკარნახევი ტექსტების გაგზავნას მოახერხებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჭკვიანი საათის საშუალებით, თქვენ სატელეფონო ზარის პასუხი, სიმღერების მოსმენა, ფოსტის შემოწმება და კალორიების წვის კონტროლიც შეგიძლიათ.
Apple Watch-ის ფასი 549-დან 1099 აშშ დოლარამდე იქნება, თუმცა ექსკლუზიური სერიების ფასმა შესაძლოა რამდენიმე ათას დოლარს გადააჭარბოს. საათების დიზაინი და სამაჯურის ფერებიც მრავალფეროვანია.
აღსანიშნავია, რომ სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, ეს კომპანიის მიერ შექმნილი პირველი ახალი პროდუქტია.
ხატია ლაღიძე




მასალის გამოყენების პირობები






