აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება გადაიფიქრა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა აშშ-ში, პეტერ ვიტიხმა გამოცემა - Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 9 თებერვალს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, მერკელმა ობამას დამაჯერებელი არგუმენტები წარუდგინა და დაარწმუნა, რომ კონფლიქტის მოგვარება დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევით შესაძლებელია. მერკელის "დამაჯერებელ არგუმენტებს," ობამა დაეთანხმა.
ველიხმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და გერმანიის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება აუცილებლობას არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში „თებერვლის შეხვედრა“ გაიმართა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონბასის კრიზისი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს, „თუმცა აუკრაინის შეიარაღების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.“
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






