ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილიპ ჰამონდის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის ქმედებები - მის მიერ ყირიმის ანექსია და რუსული ჯარების გამოყენებით, აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, ძირს უთხრის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სუვერენიტეტის უსაფრთხოებას.
ჰამონდის თქმით, პუტინი, მშვიდობის დასაცავად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებეული წესებისა და პრინციპების შესარულებას არ აპირებს.
„მისი მიზანი არა წესების შესრულება, არამედ პირიქით, მათი განადგურებაა“ - აღნიშნა ჰამონდმა.
რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით, რუსეთის პოლიტიკის ცვლილება არ შეინიშნება. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესდეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






