აგრესიის მიუხედავად, დასავლეთი უკრაინის სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ევროსაბჭოს პრეზიდენტ - დონალდ ტუსკთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მოლაპარაკების მთავარი თემა, უკრაინის საკითხი იქნება. ჩვენ უნდა შევინარჩუნით ძლიერი ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების შესასრულებლად“ - განაცხადა ბარკ ობამამ.
ობამამ აღნიშნა, რომ აგრესიის მიუხედავად, დასავლეთი უკრაინის სუვერენიტეტს მხარი უჭერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება უკრაინის ეკონომიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
თავის მხრივ, ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ და ევროკავშირი ერთსულოვანია და უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ყველა მშვიდობიან გზას განიხილავენ.
შეგახსენებთ, ობამა-ტუსკის შეხვედრა თეთრ სახლში გუშინ გაიმართა. ვაშნგტონში ჩასვლამდე, დონალდ ტუსკმა New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასმკაცრებლად, ამ ეტაპზე მზად არ არის.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






