რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაშინ, როცა ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე, რუსეთ-აფხაზეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს.
„ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მესაზღვრეები, საქართველოსთან საზღვარს იცავენ. რუსეთი მასშტაბურ დახმარებას უწევს აფხაზეთს, ახორციელებს საინვესტიოციო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, 11 მარტს მოსკოვს, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩირიკბა ეწვევა.
სერგეი ლავროვი და ვიაჩესლავ ჩირიკბა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ, სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებასა და ურთიერთობის ახალ ასპექტებზე ისაუბრებენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






