ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაპირდა სოსო რობაქიძეს, რომ დამნაშავეებს დასჯიდა.
„რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ პანაშვიდზე სოსო რობაქიძე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ეს უკანასკნელი დაპირდა მას, რომ ჩვენ აუცილებლად დავისჯებით. სასამართლოსთან მაქვს კითხვა, ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს, რამე ზეწოლა ხომ არ არის?“, - განაცხადა ფირცხალავამ.
მან პროკურატურას მოუწოდა გამოიძიოს რამდენიმე ხნის წინ მომხდარი ფაქტი, რომდესაც ზურაბ მიქაძეს სოსო რობაქიძემ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა.
საქალაქო სასამართლოში დღეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკლვლევა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






