გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვას რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება - „ისლამურის სახელმწიფოს“ მიერ, ერაყში ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურების შემდგომი ფაქტები და მსგავსი ტერორისტული საქმიანობის აღსაკვეთად, შესაბამისი ზომები მიიღოს.
ამის შესახებ განცხადებას, პან გი მუნის პრესსამსახურის გენერალური მდივანი ავრცელებს.
განცხადებაში, გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ კულტურული ძეგლების მიზანმიმართული განადგურება ომის დანაშაულის ტოლფასია და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
გუშინ, ჯიჰადისტებმა ერაყის უძვლესი ქალაქის დურ-შარუკინის ნანგრევები გაანადგურეს, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 717 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ბოევიკების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ კვირას, მათ უძველეს ქალაქ ნიმრუდს ბულდოზერებით გადაუარეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






