ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქიების გასამკაცრებლად ევროპა მზად არ არის.
ამის შესახებ ტუსკმა, New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ექსპერტი მიიჩნევს, უკრაინის კრიზისი გადაწყვეტა ამის გარეშეც შესაძლებელია.
„ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი“ - განაცხადა ტუსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის კრიზისი ერთერთია იმ მრავალ საფრთხეს შორის, რომლის წინაშეც ევროპა და აშშ დგას, თუმცა ამ ეტაპზე მთავარ საფრთხედ, „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას განიხილავს.
შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტუსკი ბარაკ ობამას შეხვდება. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს, სხვადასხვა საკითხთან ერთად უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






