უკვე ცნობილია გამოძიების გარკვეული დეტალები. სპეციალისტებმა ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი სადაც ეჭვმიტანილების მანქანაა დაფიქსირებული, ავტომობილის დადგენის შედეგად კი შესაძლო მძღოლსა და შესაძლო მკვლელს მიაკვლიეს.
სამართალდამცავების ეჭვს სპეციალისტების მიერ აამოღებული სატელეფონო კავშირები ამყარებს. თუმცა ამ ვერსიის გამოცხადების წუთიდან გაჩნდა კითხვა-როგორ მოასწრო მკვლელმა მოძრავი ავტომობილიდან მაკაროვის ტიპის იარაღიდან 6 ტყვიის გასროლა.
სპეციალისტების ვარაუდით ამ დროში მხოლოდ 2 გასროლა იყო შესაძლებელი.
"პოსტსკრიპრუმის" მიერ გამოკითხული ექსპერტები კი მკვლელობის შემსრულებლებზე მეტად ნემცოვის ლიკვიდაციის დამკვეთების გამოააშკარავების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ასევე გაირკვა, რომ ნემცოვის მკვლელობის ადგილზე კამერები სარემონტო სამუშაოების გამო გათიშული იყო. არსებობს ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი შორიდან, რასაც გამოძიება ეყრდნობა. ასევე გავრცელდა მკვლელობიდან 3 წუთში ავტომობილის სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა, სადაც რადმენიმე ავტომობილი, ფეხით მოსიარულე და თოვლის გამწმენდი მანქანა ჩანს. საეჭვოა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ხიდზე არსებული მშვიდი გარემო.
შეუძლებელი იყო ფეზე მდგარიყო ადმიანი 4 გასროლის შემდეგ, როცა ერთი ტყვია თავში მოხვდა ერთი ფილტვში ერთი გულში, რასაც ძლიერი სისხლდენა უნდა მოჰყოლოდა. საეჭვოა რატომ არ უხმო დახმარებისთვის ვინმეს ანა დურიცკაიამ და რატომ არ დაბრუნდა თოლვის საწმენდი მანქანის მძღოლი, რომელსაც გასროლის ხმაც უნდა გაეგო და სარკეშიც დაენახა მომხდარი.
აქედან გამომდინარე გაჩნდა ვერსია, რომ ბორის ნემცოვი მოკლულია სხვაგან. დამატებითი ჭრილობები კი უკვე ძირს დაცემულს მიაყენეს, თოვლის საწმენდი მანქანა ამოეფარა და ამ დროს მოხდა ნემცოვის ცხედრის ხიდზე გადატანა. ფოტოებზე რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა, არ ჩანს სისხლის კვალი, რაც წინა ეჭვს ამყარებს. ოფიციალური სამედიცინო ექსპერტი კი აცხადებს რომ სისხლი ტანსაცმელმა შეიწოვა, ამიტომ სისხლის გუბე არ დადგა. ამ ვერსიის მიხედვით კი ნემცოვის თანმხლები გოგონა მკვლელობის თანამონაწილე გამოდის. ცნობილია, რომ ანა დურიცკაიამ გამოძიებას ჩვენება მისცა და პირობა დადო რომ დეტალებს არ გაახმაუროებდა, ამის შემდეგ ის უკრაინაში გაუშვეს. მოდელმა განაცხადა, რომ მას მოკვლით ემუქრებიან და სამრთალდამცავებმა მოწმეს პირადი დაცვა მიუჩინეს.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






