ამერიკელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ წარმატებით დასრულდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ძაღლმა შესძლო ყნოსვით დაედგინა ის ადამიანები, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ფარული სიმპტომები ჰქონდათ.
გერმანულ ნაგაზ "ფრანკის" ჩაუტარდა სპეციალური წვრთნები - იგი სპეციალურად დაგეშეს, რათა შესძლებოდა სუნით ჯანმრთელი და კიბოთი დაავადებული ადამიანების შარდი გაერჩია.
გაწვრთნის შემდეგ ფრანკიმ 34 წარდგენილი ნიმუშიდან 30 ნიმუში სწორად გამოიცნო.
მეცნიერები თვლიან, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგები მედიკოსებს დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების განვითარების საშუალებას მისცემს, კერძოდ, შეიმნას სუნის ელექტრონული ანალიზატორი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ძაღლების ძლიერად განვითარებულ ყნოსვას.
ეს მეთოდიკა განსაკუთრებით წაადგება იმ ქვეყნებს, რომელთაც უსახსრობის გამო არ შეუძლიათ ჰქონდეთ თანამედროვე და ძვირადღირებული დიაგნოსტიკის მეთოდები, მაგალითად როგორიცაა ბიოფსია.
მასალის გამოყენების პირობები