აფხაზეთში რუსი ოკუპანტები სამხედრო ბაზებსა და შეიარაღებას ანახლებს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიური სამხედრო წვრთნები იწყება და მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ,,მაიკოპის“ ბრიგადის გენერლები ხელმძღვანელობენ.
ამ მასშტაბის წვრთნები და სამხედრო შეიარაღებისა და ბაზების ერთდროული განახლება, ოკუპირებულ აფხაზეთში 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა.
ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ,,ეშერის“, ,,აჩადარას“, ,,დრანდის“ აეროპორტთან მდებარე ბაზიდან და ასევე ლათის საგუშაგოდან ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებისთვის ოჩამჩირეში აკარმანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სადაც სამხრედრო წვრთნები იწყება.
საგუშაგეობზე განახლებულ ტენიკას შეიყვანენ, ხოლო იმ ტექნიკას, რომელიც ამჟამად წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, ახალ საგუშაგოზე დატოვებენ, რომელიც ოჩამჩირე-აკარმანის მონაკვეთზე გაიხსნება. ცნობისათვის, ეს ის ადგილია, საიდანაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაკვას უღელტეხილიდან შეუძლია აკონტროლოს ოკუპირებული აფხაზეთს ნაწილი. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამისთვის არის გამიზნული ოკუპანტების მიერ დამატებითი საგუშაგოს გახსნა. აფხაზეთისკენ მიმავალი სამი გზიდან (კოდორი, გალის დაბალი ზონა, გალის მაღალი ზონა), კაკვას უღელტეხილი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული გზაა, საიდანაც პირდაპირ ოჩმაჩირეში, ტამიშსა და პირველ გალშია შესვლა შესაძლებელი.
საგუშაგოების გარშემო დაიწყებულია სანგრების მშენებლობა. ლათის ტერიტორიაზე, სადაც დისლოცირების ბაზა არსებობს, იქ სავარაუდოდ ცოცხალ ძალასაც დაამატებენ.
წვრთნებში ჩართულია აფხაზი ჯარისკაცების ის ნაწილი, რომელიც რუსეთის მაიკოპის ბრიგადაში არიან აყვანილი, მათ შორის წრთნებში მონაწილეობას მიიღებენ მაიკოპის ბრიგადაში კონტრაქტით აყვანილი ჩეჩენი მებრძოლებიც.
მასალის გამოყენების პირობები






